ხელშეკრულება


სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობები
1. ტერმინთა განმარტება

ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთობაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამსესხებელი - შპს „სისი ლოუნ“ (ს/ნ 405060213, მის.: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა, საოფისე ფართი #8ა, მე-2 სადარბაზო, მე-2 სართული, ელ. ფოსტა: info@ccloan.ge);

ბ) გამსესხებლის ვებგვერდი - www.ccloan.ge

გ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებგვერდზე;

დ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ე) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება იდენტიფიკაცია და რომელზეც გადაირიცხება სესხის ძირითადი თანხა;

ვ) იდენტიფიკაცია - სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (არანაკლებ 1 თეთრი) გადარიცხვა ან/და გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირება;

ზ) სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების სპეციალურ პირობებს და თავსართს, ასევე მსესხებლის პირად კაბინეტში მოცემულ სახელშეკრულებო პირობებს  და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (გამსესხებლის ვებგვერდზე/პირად კაბინეტში შესაბამისი ველის მონიშვნით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით) ან სესხის განაცხადის ამობეჭდილ ვერსიაზე ხელმოწერით;

თ) მოწვევა ოფერტზე - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის სტანდარტული პირობების ან/და ამ ხელშეკრულების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება;

ი) ოფერტი - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსება, რომლითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობისა და დათანხმების, ასევე გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ სტანდარტულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

კ) სასესხო განაცხადი - მსესხებლის მიერ ელექტრონულად, გამსესხებლის ვებგვერდის საშუალებით შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს მითითებას სესხის ოდენობასა და ვადაზე;

ლ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით და მსესხებლის საბანკო ან eMoney ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ან eMoney ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

მ) სესხის ძირითადი თანხა - თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ან/და პირგასამტეხლოს გაუთვალისწინებლად;

ნ) საპროცენტო სარგებელი - გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული საპროცენტო სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის ძირითად თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებასთან ერთად;

ო) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

პ) ამოღებულია.

ჟ) დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის ან/და პირგასამტეხლოს, ასევე სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;

რ) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადში მითითებული და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული ვადა;

ს) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;

ტ) ამოღებულია.

უ) eMoney ანგარიში - eMoney-ს ვერიფიცირებული ანგარიში, სადაც მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე (რაც ფიქსირდება სასესხო განაცხადის შევსებისას შესაბამისი ველის მონიშვნით) შესაძლებელია სესხის თანხის ასახვა 1 თეთრის ჩარიცხვის გარეშე;

2. სესხის გაცემის ზოგადი პირობები

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) არის ფიზიკური პირი 18-დან 65 წლამდე;

ბ) არის ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, აცნობიერებს ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული ვალდებულებები გამსესხებლის ან/და მესამე პირის მიმართ;

ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადამხდელუნარიანობაზე;

ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ მითითებული ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ სესხის გაცემამდე, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ან/და გამსესხებლის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის მიზნებისთვის, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის: სამუშაო ადგილი, პოზიცია, შემოსავლები, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საიდენტიფიკაციო და სხვა პერსონალური მონაცემები. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3. გამსესხებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაამოწმოს „კრედიტინფო საქართველოს“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა მონაცემთა ბაზებში, ასევე მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირებთან, დამსაქმებელთან/დამქირავებელთან უშუალოდ დაკავშირებით ან/და სხვა საშუალებით.

3. სესხის გაცემა

3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი ავსებს სასესხო განაცხადს. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სტანდარტულ და სპეციალურ სახელშეკრულებო პირობებს,, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.

3.2. სესხის განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზები.

3.3. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამსესხებელი მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს იდენტიფიკაციას (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სიმბოლური თანხის (არანაკლებ 1 თეთრი) გადარიცხვას ან/და ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით, მათ შორის eMoney ანგარიშის მეშვეობით, გადამოწმება).

3.4. იდენტიფიკაციის შემდგომ გამსესხებელი ახდენს სესხის ძირითადი თანხის მსესხებლის საბანკო ან eMoney ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის განხორციელების მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება და მსესხებლის ანგარიშზე თანხის დაგვიანებით ასახვის რისკი მსესხებლის მხარეზეა.

3.5. სესხის გაცემასთან ერთად მსესხებელს უბრუნდება მის მიერ იდენტიფიკაციისთვის გადახდილი თანხა.

3.6. იდენტიფიკაცია ხორციელდება მხოლოდ პირველი სესხის აღების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მსესხებლის საბანკო ანგარიშის ცვლილება ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.7. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოახდინოს სესხის ხელშეკრულების (სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობები, სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები ან/და თავსართი), მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, რის შესახებაც გამსესხებელი მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე (SMS -ის სახით) ცვლილების განხორცილებამდე (ძალაში შესვლამდე) ერთი თვით ადრე აცნობებს მსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოახდინოს სესხის ხელშეკრულების (სასესხო ხელშერკულების ზოგადი პირობები, სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები ან/და თავსართი), მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, მსესხებლისათვის წანასწარი შეტყობინების ვალდებულების გარეშე თუ ხორციელდება ხელშეკრულების პირობების ცვლილება მსესხებლის სასარგებლოდ.

3.8 3.7 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები არ საჭიროებს მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებას. გამსესხებელი არ არის პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ არასწორად მითითებული, მოძველებული საკონტაქტო ინფომრაციის ან/და გამსესხებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მსესხებლის მიერ შეტყობინების მიუღებლობაზე/დაგვიანებით მიღებაზე.

3.9. თუ მსესხებელი არ ეთანხმება გამსესხებლის მიერ შეცვლილ პირობებს, იგი ვალდებულია ცვლილებების ძალაში შესვლამდე წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ გამსესხებელს და დაფაროს სესხის ხელშეკრულებით არსებული დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მსესხებელი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს.

3.10. როდესაც მომხმარებლს შემოსავალი გააჩნია ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, სასესხო ურთიერთობის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების შემთხვევაში, მსესხებლის ფინანსური ტვირთი შეიძლება გაიზარდოს, რასაც მსესხებელი აცნობიერებს და ინფორმირებულია.

4. გადახდის პირობები

4.1. სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი გადაიხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, სესხის ვადის ბოლო დღეს ან გრაფიკის არსებობის შემთხვევაში - გრაფიკის შესაბამისად.

4.2. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით ან  სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებით ან ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რაც ასახულია გამსესხებლის ვებგვერდზე

4.3. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის გადახდის დანიშნულებაში მსესხებლის პირადი ნომრის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხის გადახდა ხდება გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით.

4.4. გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან საბანკო სამუშაო დროის გათვალისწინებით, კერძოდ, თუ გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხა გადაირიცხა არასამუშაო დროს, მისი ასახვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს და მსესხებლის ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება გადახდის სხვა საშუალებების გამოყენებისას, რომელთა დროსაც მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შესაბამისი ოპერაციის წარმატებით დასრულების დადასტურების შემთხვევაში.

4.5. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება ასანაზღაურებელი ხარჯები, შემდეგ პირგასამტეხლო, შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს - სესხის ძირითადი თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის საპროცენტო სარგებლის და სესხის ძირითადი თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.6. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, იდენტიფიკაციის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.7. გადახდები ხდება სესხის ძირითადი თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.8. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.9. თუ სესხის სრულად დაფარვის შემდეგ ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამომდინარე აღმოჩნდება, რომ მსესხებლის მიერ ზედმეტად გადახდილია თანხა, მოქმედებს შემდეგი წესები:

ა) თუ ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა არ აღემატება 20 ლარს, გამსესხებელი 10 დღის განმავლობაში მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში აბრუნებს თანხას. 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხა განიხილება როგორც საჩუქარი და გადადის გამსესხებლის საკუთრებაში;

ბ) თუ ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება 20 ლარს, გამსესხებელი უბრუნებს მსესხებელს თანხას ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

4.10 სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის დარიცხვა ხდება დღიური გაანგარიშების პრინციპით. ყოველდღიური პროცენტის ოდენობა მიიღება წლიური საპროცენტო განაკვეთის 365-ზე გაყოფით.

5. სესხის ვადამდე დაფარვა

5.1. მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა.

5.2. სესხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის ძირითად თანხას და საპროცენტო სარგებელს სარგებლობის დღეების რაოდენობის შესაბამისად.

5.3. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე  დაფარვის შესახებ.

5.4. ამოღებულია

5.5. ამოღებულია.

51.სესხის გადავადების საკომისიო

51.1. გამსესხებელი უფლებამოსილია განახორციელოს სესხის დაფარვის ვადის გადავადება.

51.2. გადავადება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

10 დღით = 1.9 % (ნარჩენი ძირითადი თანხის);

20 დღით = 3.8 % (ნარჩენი ძირითადი თანხის);

30 დღით = 5.7 % (ნარჩენი ძირითადი თანხის);

51.2. მსესხებელი იფორმირებულია, რომ გადავადება იწვევს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას. ასეთ შემთხვევაში სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არაუმეტეს 96.5 %-ისა.

51.3. სესხის გადავადება დასაშვებია სესხის დაფარვის დღეს (სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლო დღე) ან შემდგომ პერიოდში.

51.4. დაუშველებია სესხის გადავადება წინასწარ, სესხის დაფარვის დღემდე (სასესხო ხელშეკრულების ვადის ბოლო დღე). წინასწარ ჩარიცხული ნებისმიერი ასეთი თანხა ჩაითვლება მსესხებლის მიერ სესხის ვადამდე დაფარვად, გამოაკლდება მსესხებლის ჯამურ თანხას. სესხის ვადა დარჩება უცვლელი და მასზე გავრცელდება სესხის წინასწარი დაფარვის სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

6. სხვა სესხის აღება

6.1. სესხის სრულად დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებგვერდზე მოცემული სხვა სესხების აღების შესაძლებლობა.

6.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებგვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება სესხის აღების მომენტში მოქმედი ხელშეკრულების დებულებები.

7. ხელშეკრულების შეწყვეტა

7.1. ამოღებულია.

7.2. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გამსესხებელი იღებს ინფორმაციას, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის მიხედვითაც მას ეკისრება მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის ღირებულებაც აღემატება სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;

ბ) გამსესხებელი იგებს, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

გ) მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო.

7.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს დავალიანება დარიცხული პირგასამტეხლოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის ძირითადი თანხის და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით.

8. მოთხოვნის დაკმაყოფილება

8.1. თუ სესხის ფარგლებში მსესხებლის მიერ ჯამურად გადაუხდელია 30 დღით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ან დადგა 7.2 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა, გამსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს და თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღსრულების მეთოდი (საშუალება) და გამოიყენოს ის მეთოდი (საშუალება), რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისი მოთხოვნის ყველაზე უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილებისათვის.

8.2. გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განახორციელოს ვიზიტი მსესხებლის მისამართზე, ასევე გადასცეს მესამე პირს სესხის ამოღების, პირადი მონაცემების გადამუშავების და ამ მონაცემების საჯარო ბაზაში განთავსების უფლება.

8.3. მესამე პირებს, ამ ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად შესაძლოა გადაეცეთ მსესხებლის პირადი მონაცემები, მათ შორის : სახელი; გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; მისამართი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა.

8.4 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის, დარიცხული პროცენტის ან/და პირგასამტეხლოს დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს „ფინანსურ ბიუროს“ (ს/კ 419995599), შპს „ფინანსური მედიაციის ბიუროს“ (ს/კ 405155852), შპს „მედიატორს“ (ს/ნ 405027322), შპს პრობლემური აქტივების მართვის სააგენტოს (ს/კ 402008554), შპს “PROFESSIONAL LEGAL CONSULTING”-ს (ს/კ 404995779), შპს „აუთსორსს“ (ს/ნ404912537), შპს „კრედიტ ინფო თბილისს“ (ს/კ 402028603) და სხვა კომპანიებს, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

9. პასუხისმგებლობა

9.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის შესაძლებელია განხორციელდეს მსესხებლის მიმდინარე ანგარიშების დაყადაღება, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სესხის დასაფარად რეალიზაცია, სესხის დაბრუნების მიზნით საქმის სპეციალიზირებულ პირებზე გადაცემა და სხვა.

9.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ და სხვა შემთხვევით რისკებს იღებს საკუთარ თავზე.

9.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მიაწოდა გამსესხებელს.

9.4. სესხის, მათ შორის, სესხის გადახდის გრაფიკით (არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული შენატანის, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან. პირგასამტეხლოს დაკისრება, გამსესხებლის გადაწყვეტილებით, გრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მათ შორის სასამართლო ან სხვა საქმისწარმოებისა და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.

9.5. ამოღებულია.

9.6. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი დაუძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.

9.7. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

9.8. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.

10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

10.1. გამსესხებელი მისი კანონიერი ინტერესის დაცვის, მომსახურების გაწევის, მის მიმართ არსებული ვალდებულებების აღრიცხვის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, შეყვანა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), კერძოდ: სახელი; გვარი; პირადობის მოწმობის ნომერი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; საცხოვრებელი ადგილი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; სასესხო განაცხადები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა. გამსესხებელი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია.

10.2. გამსესხებლისთვის მსესხებლის მიერ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, სასესხო განაცხადით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც მსესხებლის თანხმობა ამ მონაცემების გამსესხებლის მხრიდან დამუშავების თაობაზე.

10.3. მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მსესხებლის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებელი და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. 

10.4. სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ გადასაცემი ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებლო წარმოების შედეგს, აგრეთვე მსესხებლის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს. 

10.5. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშავოს  და გადასცეს მესამე პირებს მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით, მათ შორის იმ პირებს, რომლებთანაც სს „კრედიტინფო საქართველოს“ დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აღნიშნული ხასიათის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით. 

10.6. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

10.7. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება.

10.8. მსესხებელი თანხმობას აცხადებს გამსესხებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს მისი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; გამსესხებლის საიტზე რეგისტრაციის დრო; საკონტაქტო ინფორმაცია; სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი; გაკეთებული სასესხო განაცხადები; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა.

10.9. გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების/შეფასების (მათ შორის ვადაგადაცილების პერიოდში), მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებების გასაკეთებლად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების გამოსათვლელად, სტატისტიკის, სესხის გაცემის, გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვის და სხვა კანონიერი მიზნებით, ძიებების რაოდენობების შეუზღუდავად მოიძიოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია (საკრედიტო ისტორია, საკრედიტო რეპორტი, მოთხოვნების რაოდენობა, ზოგადი ინფორმაცია კონტრაქტების შესახებ, მასთან დაკავშირებული მონაცემები, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სხვა მონაცემები, ასევე პერსონალური მონაცემები, მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა) საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, მსესხებლის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ.

10.10. მსესხებელი თანახმაა გამსესხებლისგან მიიღოს პირდაპირი მარკეტინგის, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების შეთავაზების, საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებები.

10.11. მსესხებელი აცნობიერებს რა საკონტაქტო პირების დანიშნულებას გამსესხებელთან ურთიერთობაში, თანახმაა, რომ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, უშუალოდ მასთან სატელეფონო კავშირის დამყარების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება გადაეცეს საკონტაქტო პირებს (საკონტაქტო პირები და სამსახური), რაც ემსახურება სწრაფი ინფორმირების, გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვისა და მისი რესურსების ეფექტურად/პროდუქტიულად გამოყენების მიზნებს.

101. კომუნიკაცია

101.1. მსესხებელთან დაკავშირების მიზნებია:

ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევა;

ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სერვისის შეთავაზება, მათ შორის სესხის ახალი პირობებისა;

გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ;

დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით;

ე) ინფორმაციის მიღება სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი;

ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირება და მისი შეფასების დაფიქსირება;

ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოება;

101.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის მსესხებლის ტელეფონის ნომერზე, საკონტაქტო პირებთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, ელ. ფოსტის საშუალებით, საცხოვრებელ/იურიდიულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის/დატოვების გზით ან/და სოციალური ქსელების გამოყენებით.

101.3. მსესხებელი აცნობიერებს, რომ სწრაფი, მოკლევადიანი, ონლაინ სესხების სპეციფიკიდან გამომდინარე სატელეფონო კომუნიკაციას ენიჭება პრიორიტეტი (როგორც სესხის გაცემის ისე დაბრუნების ეტაპზე) და აღნიშნული წარმოადგენს ყოველდღიური კომუნიკაციის უპირველეს საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია მცირე დროში, სხვა საშუალებებთან შედარებით ნაკლები რესურსის გამოყენებით დამყარდეს მსესხებელთან სწრაფი და უკუკავშირის მქონე კომუნიკაცია. ინფორმირებულია რა მსესხებელი გამსესხებლის ზემოთ ხსენებულ მუშაობის პრინციპებზე, პრაქტიკასა და მეთოდიკაზე, არ შეიძლება რაიმე მიზეზით გამსესხებელს მოეთხოვოს შეზღუდოს სატელეფონო კომუნიკაცია და/ან გამოიყენოს სხვა საშუალება მის ნაცვლად. მსესხებელი ასევე ეთანხმება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა ან კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომლის გამოყენებისას ვერ ხორციელდება რეალურ დროში და მყისიერად პასუხის გაცემა, არ წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის ეკვივალენტურ ან მის ჩანაცვლებად კომუნიკაციის საშუალებას.

101.4. მხარეები თანხმდებიან და გამოთქვამენ მზაობას, რომ სატელეფონო კომუნიკაცია შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში, კვირის ნებისმიერ დღეს (10.00 საათიდან 23.00 საათამდე), თუმცა აღნიშნული არ ზღუდავთ მხარეებს, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კომუნიკაცია დაამყარონ სხვა დროს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილების პერიოდში. მსესხებელთან კომუნიკაცია შეიძლება მოხდეს მის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებული ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული მოიცავს მსესხებელთან ისეთი სატელეფონო ნომერზე დაკავშირებას, რომლიც გამსესხებლისთვის პირდაპირ მითითებული არ ყოფილა თუმცა დაფიქსირდა მსესხებლის მიერ გამსესხებელთან დაკავშირებისას ან/და სხვაგვარად ცნობილი გახდა გამსესხებლისთვის. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული არ ზღუდავს მხარეებს შორის კომუნიკაციის რაოდენობასა და სიხშირეს;

101.5. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველდღიური პასუხისმგებლობა (მაგ. პირგასამტეხლო) ასევე ყოველდღიური ვადაგადაცილება გამსესხებლისთვის არის ფინანსური ზიანის მატარებელი, მსესხებელთან სატელეფონო კავშირის აღდგენის, ინფორმირების და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის, უშუალოდ მსესხებელთან სატელეფონო კავშირის დამყარების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოახდინოს დაკავშირება საკონტაქტო პირებთან/სამსახურთან და მათი საშუალებით სცადოს მსესხებელთან სატელეფონო კავშირის აღდგენა.

101.6. თუ მსესხებელთან ვერ ხერხდება სატელეფონო კავშირის დამყარება მათ შორის ამ ხელშეკრულების 101.5 პუნქტით გათვალისწინებული საკონტაქტო პირების საშუალებითაც ან/და კავშირი არაეფექტურია ამ მუხლით დასახულ მიზნებთან მიმართებაში, გამსესხებელი უფლებამოსილია, ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევის, ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სერვისის შეთავაზების (მათ შორის სესხის ახალი პირობების) გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდების (მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ), დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენების (სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით), ე) სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების (რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი), ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირების და მისი შეფასების დაფიქსირების, ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოების და გამსესხებლის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისთვის, დაუკავშირდეს მსესხებელთან დაკავშირებულ პირებს (რომლებიც არ ყოფილან სასესხო განაცხადში საკონტაქტო პირებად განსაზღვრული).

101.7. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკონტაქტო პირებთან/სამსახურთან დაკავშირება უშედეგო აღმოჩნდება (მსესხებელი არ დაუკავშირდება გამსესხებელს), გამსესხებელი, აღნიშნული მეთოდის არაეფექტურობის გამო, კომუნიკაციის აღდგენის უფრო ეფექტური და სწრაფი მეთოდის მოძიებისა, ასევე რესურსების პროდუქტიულად გამოყენების, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისთვის უფლებამოსილია პირდაპირ მიმართოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიზმს მესამე პირებთან დაკავშირებას.

101.8. მსესხებელთან, საკონტაქტო პირებთან და მსესხებელთან დაკავშირებულ მესამე პირებთან დაკავშირება შესაძლებელია მოხდეს ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, ფოსტის, სოციალური ქსელების (მათ შორის: Facebook; Instagram; Odnoklasniki) და სხვა საშუალებებით, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და წესის შესაბამისად.

101.9. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევის, ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სერვისის შეთავაზების (მათ შორის სესხის ახალი პირობების) გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდების (მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ), დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენების (სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით), ე) სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების (რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი), ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირების და მისი შეფასების დაფიქსირების, ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოების და საკუთარი კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს სხვა ალტერნატიული საკონტაქტო მონაცემები. მსესხებელი აცნობიერებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის გარდა ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალების ამოწურვა გამსესხებელს არ ევალება, მხარეთათვის წინასწარ ცნობილი კომუნიკაციის პრაქტიკისა და კომუნიკაციის შეთანხმებული პრიორიტეტული საშუალებიდან გამომდინარე.

11. შეტყობინება

11.1. მსესხებელს შეტყობინება, მათ შორის სარეკლამო ხასიათის, შესაძლოა გაეგზავნოს:

ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;

ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

11.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

11.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

11.4. მსესხებელი, ყოველდღე, 09:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

11.5. 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

11.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის ძირითადი თანხის, გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობას.

11.7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

11.8. ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე ან იგზავნება გამსესხებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გარდა შეტყობინებისა, რომელიც ეხება მსესხებლის მიერ სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმას. ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური ნომერი, რომლის თაობაზეც გამსესხებელი ატყობინებს მსესხებელს მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS).

12. უფლებამონაცვლეობა

12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.

12.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

121. პრეტენზიების განხილვა

121.1. მსესხებელი უფლებამოსილია პრეტენზიით მიმართოს გამსესხებელს, კერძოდ - გამსესხებლის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და სერვისების გაუმჯობესების განყოფილებას.

121.2. საზოგადოებაში პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია:

ა) ზეპირსიტყვიერად - საზოგადოების უფლებამოსილ პირთან საუბრისას;

ბ) წერილობით - საზოგადოების ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით;

გ) ელექტრონულად - საზოგადოების ოფიციალური ელექტრონული ფოსტით;

დ) ელექტრონული ფორმის საშუალებით, რომელიც განთავსებულია საზოგადოების ვებ. გვერდზე, რა შემთხვევაშიც ხდება პრეტენზიის ავტომატურ რეჟიმში გადაგზავნა მომხმარებლის/მესამე პირის მიერ, სპეციალური ღილაკის - „გაგზავნა“ -ს საშუალებით;

121.3. პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს განმცხადებლის მიმართვისა და იდენტიფიკაციიდან, ასევე პრეტენზიის დაზუსტებიდან, 1 თვის ვადაში, გამსესხებელი პრეტენზიის განმცხადებელს (აღნიშნული არ ვრცელდება პრეტენზიის ზეპირი ფორმით დაფიქსირებულ შემთხვევებზე), ელექტრონულად, აცნობებს საკითხის შესწავლის შედეგებს და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის პირობებს.

121.4.პრეტენზიების განხილვის დეტალური პროცედურა ხელმისაწვდომია გამსესხებლის ვებ გვერდზე აღნიშნული წესის დარღვევით წარმოდგენილი პრეტენზია შესაძლებელია განუხილველი დარჩეს ან არსებითად გაიზარდოს მისი განხილვის პერიოდი. მომხმარებლის სწრაფი იდენტიფიცირების მიზნებისთვის რეკომენდირებულია პრეტენზია წარმოდგენილი იქნეს მომხმარებლის რეგისტრირებული ელ. ფოსტის საშუალებით - ელ. ფოსტის მისამართზე contact@ccloan.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნებისთვის შესაძლებელია აუცილებელი გახდეს განმცხადებლის შპს „სისი ლოუნში“ გამოცხადება.

13. დავების გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

13.3. ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სრულად ბათილობას.

14. დასკვნითი დებულებები

14.1. ეს ხელშეკრულება ძალაშია 2017 წლის 15 იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით

14.2. ეს ხელშეკრულება არ ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე არსებული ხელშეკრულება.


შპს „სისი ლოუნ“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.


შეტანილი ცვლილებები:

(02.02.2017) - შეიცვალა 9.4 პუნქტი, ამოღებულ იქნა 9.5 პუნქტი.

(06.02.2017) - ამოღებულ იქნა 1(პ) პუნქტი, 1(ტ) პუნქტი, 5.4 პუნქტი, 5.5 პუნქტი და 7.1 პუნქტი, შეიცვალა 1(მ) პუნქტი, 3.4 პუნქტი, 5.3 პუნქტი, 8.1 პუნქტი და 9.4 პუნქტი.

(01.05.2017) - შეცვალა 1.(ზ) პუნქტი, 3.1 პუნქტი, 3.7 პუნქტი, 4.1 პუნქტი, დაემატა 3.8 პუნქტი, 3.9 პუნქტი, 4.10 პუნქტი,51 მუხლი, 10.9 პუნქტი, 10.10 პუნქტი, 10.11 პუნქტი, 101 მუხლი და 121 მუხლი.

(29.05.2017) - დაემატა 3.10 პუნქტი; შეიცვალა 9.1 პუნქტი.

(30.06.2017) - შეიცვალა 10.3 პუნქტი, 10.4 პუნქტი, 10.5 პუნქტი, 10.9 პუნქტი.



იხილეთ ძველი ხელშეკრულება ამ ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
შპს „სისი ლოუნ“

საქართველო, თბილისი 0179

ი.ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა

ტელეფონი: +995 32 205-02-02

ელ.ფოსტა: contact@ccloan.ge

საბანკო რეკვიზიტები
გადახდის საშუალებები:
the logos of partner banks