ფინანსური ტექნოლოგიების პირველი კონფერენცია საქართველოში 2017

“FinTech is not only an enabler but the driving engine”
2017 წლის 16 მაისს, თბილისი მერიოტში, გაიმართა "ფინანსური ტექნოლოგიების პირველი კონფერენცია საქართველოში" (First Fintech Conference in Georgia 2017)

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბიზნესის და ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო სფეროს, ბიზნეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ "საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია“ (GONCA), რომლის წევრიც არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სისი ლოუნი“.

თანაორგანიზატორი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) მოდერატორი - გიორგი ისაკაძე.

კონფერენციის თემები იყო:

  • • ფინტეკის ზოგადი განმარტება და მოკლე აღწერილობა თანამედროვე გარემოში. რას ნიშნავს ფინტეკი, რა ნაწილი უჭირავს დაკრედიტებას ამ სექტორში და რა ნაწილი სხვა ფინანსურ სერვისებს.
  • • მთლიანი ფინანსური ჯაჭვის დემონსტრირება სადაც გამოკვეთილი იყო ფინტეკის ადგილი და როლი, რამდენად შეცვალა და მოქნილი გახადა გარემო. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაწილი არსებობდეს და პასუხობდეს ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომ ჯაჭვი ინარჩუნებდეს უწყვეტ სახეს.
  • • ფინტეკის განვითარების ისტორია საქართველოში, თუ ვინ იყვნენ ის პირველი კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს ამ ბაზარზე შემოსვლა და რა ნიშნულზეა ფინტეკი დღეს;
  • • ფინტეკის ბოლო სიახლეები, კერძოდ კი ტრანსფორმაცია მიკროსაფინანსო სეგმენტში და რეგულაციების დანერგვა ამ სექტორში. თუ რამდენად სასარგებლო იყო განვითარების ამ ეტაპზე რეგულაციების მეშვეობით ბაზრის რეგულირება რომ მომხმარებლის ინტერესი იყოს მეტად დაცული; ასევე, ამ ბაზარზე სხვადასხვა დამწყები კომპანიები, მათი როლი და განვითარების პერსპექტივები.
  • • დღევანდელი პერსპექტივები ფინტეკში, არსებული ნიშნულის განსაზღვრა თუ რა სიტუაციაა ამ მომენტში ბაზარზე და როგორი იქნება გრძელვადიან პერიოდში თუ ეს სექტორი განვითარდება მსგავსად სხვა წარმატებული ქვეყნებისა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოების მხრიდან, ამასთან კონფერენციის დასასრულს, ბატონმა გიორგი ისაკაძემ, რომელიც არის ყველასთვის ცნობილი და გავლენიანი გამოცემის Forbes Georgia-ს მთავრი რედაქტორი, GONCA-ს შესთავაზა, რომ მომავალ წელს ისინი იქნებიან Fintech Conference 2018-ის ერთ-ერთი სპონსორები.

საკონტაქტო ინფორმაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი“

საქართველო, თბილისი 0179

ი.ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა

ტელეფონი: +995 32 205-02-02

ელ.ფოსტა: contact@ccloan.ge

საბანკო რეკვიზიტები
გადახდის საშუალებები:
the logos of partner banks