სოციალური პასუხისმგებლობა


სისი ლოუნის ონლაინ სესხი არის მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების მოქნილი საშუალება, თუმცა აუცილებელია მისი სწორად და მიზნობრივად გამოყენება.

სისი ლოუნის სესხის აღება რეკომენდებულია, თუ:

  1. თქვენ ხელფასამდე გჭირდებათ თანხა
  2. ელოდებით რაიმე სახის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს (ფულად გზავნილს, გაქირავებული ბინიდან თანხას, შესრულებული მომსახურების ანაზღაურებას და სხვა) და გსურთ მის მიღებამდე თანხის გამოყენება
  3. გაუთვალისწინებელი გადასახადის (კომუნალური ან სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯის, გეგმური შენაძენის და სხვა)  გადახდა გიწევთ და არ გყოფნით საკუთარი დანაზოგი, თუმცა ელოდებით 30 დღემდე ვადაში გეგმიურ შემოსავალს

სისი ლოუნის სესხის აღება რეკომენდებული არ არის, თუ:

  • თქვენ ამ სესხით აპირებთ სხვა ფინანსური ვალდებულების (ბანკის სესხის, განვადების ან სხვა სწრაფი სესხის) გადაფარვას
  • აპირებთ გრძელვადიანად მიღებული თანხის გამოყენებას და არ ელოდებით უახლოეს მომავალში გარანტირებულ შემოსავალს
  • ფიქრობთ მიღებული თანხის არამიზნობრივად გამოყენებას

სისი ლოუნი მკაცრად იცავს შემუშავებულ სტანდარტებს, რის მიხედვითაც აფასებს კლიენტის გადახდისუნარიანობას და არ გასცემს მომხმარებელზე სესხს, თუ აშკარაა, რომ მსესხებელს გაუჭირდება სესხის უკან დაბრუნება.  
მიუხედავად ამისა, თუ თქვენ შეგექმნათ დროებითი პრობლემა და ვერ ახერხებთ სესხის დაბრუნებას. გთხოვთ შებრძანდეთ პირად კაბინეტში და გაეცნოთ შემდგომ ინსტრუქციებს ან დაგვიკავშირდით საინფორმაციო ცენტრის ნომერზე 032 205 02 02. ეცადეთ არ გადადოთ ამ პრობლემის მოგვარება და დროულად ეძებოთ მისი გადაჭრის გზები.


სისი ლოუნი მისდევს პასუხისმგებლიანი და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გამსესხებლობის პრაქტიკას, ყველა პირობა არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. სესხის აღებისთვის აუცილებელია სესხის პირობების გაცნობა და მათზე დათანხმება.

სისი ლოუნი არის „საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის“ წევრი და მკაცრად იცავს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებულ ბიზნეს და ეთიკის პრინციპებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
შპს „სისი ლოუნ“

საქართველო, თბილისი 0179

ი.ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა

ტელეფონი: +995 32 205-02-02

ელ.ფოსტა: contact@ccloan.ge

საბანკო რეკვიზიტები
გადახდის საშუალებები:
the logos of partner banks