დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს საკონტაქტო ნომერზე ან მიმართეთ ონლაინ კონსულტაციისთვის და გადაამოწმეთ ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. თუ თქვენ უკვე დარეგისტრირებული ბრძანდებით, მეორედ რეგისტრაციის გავლას ვერ შეძლებთ.

პაროლის დავიწყების შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ კოდური სიტყვის სერვისით, ოპერატორი დაგეხმარებათ პაროლის ცვლილებაში. კოდური სიტყვის არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ პაროლის აღდგენას ჩვენი საიტის მეშვეობით, რის შედეგადაც ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

საკონტაქტო პირი შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრი, სხვა ნათესავი, მეგობარი, ნებისმიერი პირი, ვისთანაც შესაძლებელი იქნება დაკავშირება თქვენთან ვერ დაკავშირების შემთხვევაში.

კოდური სიტყვა შეიძლება იყოს ასოებისგან ან/და ციფრებისგან შემდგარი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კომბინაცია, რომლის საშუალებით შესაძლებელია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა, ასევე პერსონალური ინფორმაციის მიღება. კოდური სიტყვა არის კონფიდენციალური და უნდა იყოს ცნობილი მხოლოდ თქვენთვის. ყურადღება: კოდური სიტყვა აუცილებლად ჩაინიშნეთ ან დაიმახსოვრეთ, რადგან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კოდური სიტყვა თქვენს პროფილში არ გამოჩნდება. ის არ უნდა შეიცავდეს უცენზურო შინაარსის შემცველ სიტყვებს.

სესხის ასაღებად საბუთის წარდგენა არ არის საჭირო.

მობილური ტელეფონით სესხის მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ „სისი ლოუნის“ მობილური აპლიკაციით ან/და გაქვთ წვდომა ინტერნეტთან. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შეუძლია როგორც Android, ასევე iOS პლატფორმის მქონე ტელეფონების მფლობელებს.

განაცხადის განსახილველად არ არის საჭირო სიმბოლური თანხის (1 თეთრის) გადმორიცხვა. 1 თეთრის გადმორიცხვა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სესხის დადასტურება, ამასთან, თუ პირველად სარგებლობთ სესხით ან გსურთ უკვე დაფიქსირებული საბანკო ანგარიშის შეცვლა ახალი საბანკო ანგარიშით. აქვე, აღსანიშნავია, რომ 1 თეთრის გადმორიცხვა არ არის საჭირო, თუ თქვენ თანხის მიღება გსურთ eMoney-ს საფულეზე.

საბანკო რეკვიზიტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე

პირველი სესხის დამტკიცების შემთხვევაში, კრედიტ ოფიცერი დაგიკავშირდებათ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (SMS). მეორე და შემდგომ სესხებზე პასუხს მიიღებთ SMS-ის სახით. ყველა შეტყობინება იგზავნება ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეამოწმოს განაცხადის სტატუსი თავის პირად გვერდზე ან დაუკავშირდეს ქოლ ცენტრის ოპერატორს.

მიმდინარე სესხზე თანხის დამატება არ ხდება. გაზრდილი ლიმიტით თანხის მოთხოვნა შესაძლებელია მიმდინარე სესხის დაფარვის შემდეგ, მომენტალურად.

სესხის დაფარვის საშუალებებებზე იხილეთ ბმული

- შენიშვნა: თუ მომხმარებელი ახორციელებს საბანკო გადმორიცხვას და სურს სესხის დაფარვა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს "სესხის დაფარვა", პირადი ნომერი, სახელი და გვარი. თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, გთხოვთ შებრძანდეთ პირად კაბინეტში და გაეცნოთ შემდგომ ინსტრუქციებს ან დაგვიკავშირდით საინფორმაციო ცენტრის ნომერზე 0322050202

ჩვენთან სესხის დაფარვა ვადაზე ადრე არა მარტო შესაძლებლი, არამედ მომგებიანიცაა. ჩვენს კომპანიაში იხდით მხოლოდ იმდენი დღის საკომისიოს, რამდენი დღითაც ისარგებლეთ სესხით.

ჩვენთან დავალიანების ცნობის აღება უფასოა. იმისთვის, რომ მიიღოთ ცნობა, საჭიროა მხოლოდ დაკავშირება ოპერატორთან. ყოველგვარი ფორმალური პროცედურებისა და საფასურის გადახდის გარეშე გამოგეგზავნებათ ცნობა თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

პირველ შემთხვევაში, აუცილებელია კომპანიის ელ. ფოსტაზე contact@ccloan.ge გამოაგზავნოთ მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს: მომხმარებლის პირადობის მოწმობის ორივე მხარის დასკანერებული ვერსია ან სურათი. ასევე საჭიროა გადმორიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გადმოგზავნა. ასეთის არ ქონის შემთხვევაში კი - დაწვრილებითი ინფორმაცია გადმორიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გადმომრიცხველის სახელსა და გვარს, გადმორიცხვის საშუალებას, გადმორიცხვის დროს.

თუ სესხის სრულად დაფარვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსესხებლის მიერ ზედმეტად გადახდილია თანხა, მოქმედებს შემდეგი წესები:

ა) თუ ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა არ აღემატება 20 ლარს, გამსესხებელი 10 დღის განმავლობაში მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში აბრუნებს თანხას. მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ჩვენს ოფიციალურ მეილზე. 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხა განიხილება როგორც ნაჩუქარი თანხა და გადადის გამსესხებლის საკუთრებაში;

ბ) თუ ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება 20 ლარს, გამსესხებელი აბრუნებს თანხას ჩარიცხვიდან 3 დღის განმავლობაში.

გადავადება შესაძლებელია მხოლოდ სესხის დაფარვის ბოლო ან მომდევნო დღეებში. გადავადებისთვის საჭირო თანხა ანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირი თანხიდან და შეადგენს : 10 დღით - 1.9%, 20 დღით - 3.8%, 30 დღით - 5.7%. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1 წლიანი გადავადების შემთხვევაში შეადგენს 96.5%-ს.

საკონტაქტო ინფორმაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
შპს „სისი ლოუნ“

საქართველო, თბილისი 0179

ი.ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა

ტელეფონი: +995 32 205-02-02

ელ.ფოსტა: contact@ccloan.ge

საბანკო რეკვიზიტები
გადახდის საშუალებები:
the logos of partner banks